2018-11-21 14:11:14, 3245 ნახვა
მსოფლიო
ბოლო 3 წლის განმავლობაში იემენში 85 000-მდე ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა
იემენში ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 85 000 ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში გაერო-მ განაცხადა, რომ იემენში 14 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. ორგანიზაცია ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს, რათა შეჩერდეს სამწლიანი ომი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
მედიის ცნობით, იემენში, სამედიცინო დაწესებულებიდან მხოლოდ ნახევარი ფუნქციონირებს, მოქმედი საავადმყოფოები კი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ფინანსურად მიუწვდომელია.
გაერო-ს მონაცემებით, იემენში სამწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად სულ მცირე 6 800 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 700 დაშავდა. საომარი მოქმედებების გამო 22 მილიონი ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარება სჭირდება.
ავტორი: ,