|
2018-11-17 16:29:21, 2021 ნახვა
საზოგადოება
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის წმენდა ვერ ხერხდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ერთად აკრძალულია მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტარტქორი ორგანიზაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დიდთოვლობის დროს, როგორც კი ზვავსაშოიშროება მოიხსება და გზის წმენდის ნებართვას გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მყისიერად დაიწყებს გზის გაწმენდით სამუშაოებს და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, დაემორჩილონ მათი უსაფრთხოებისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ზვავსაშისროების დროს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)