|
2018-11-16 16:13:14, 753 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო. ის ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად იმყოფებოდა. მაია ლაგვილავამ პირადად შეაფასა საჯარო სივრცეში სკრინინგის მიმდინარეობა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას გაეცნო. ამ დრომდე ბათუმის იუსტიციის სახლში სწრაფი მარტივი ტესტი 746 პირმა ჩაიტარა, აქედან 29 კი პირველადად სკრინინგ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პროექტი „საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ. სწრაფი-მარტივი ტესტის შემდეგ კი, პასუხს შეტყობინების სახით, საკონტაქტო ნომერზე, იმავე დღის ბოლოს, SMS-ის სახით იღებენ. ამ დრომდე სკრინინგი იუსტიციის სახლებში 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ მიიღოს მედიკამენტი, რომლის ღირებულებაც სხვა ქვეყნებში 60-დან 80 ათასამდე ევროს შეადგენს. ამ დრომდე, ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული და განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ით განისაზღვრება.
(NS)
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)