|
2018-11-14 16:11:27, 1206 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა
„ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. „დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან აღარება იმ მიღწევებისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულ იქნა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გაკეთდეს საბოლოო მიზნის მისაღწევად - ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის. „ეს განცხადებები ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმისა,რომ გავაკეთოთ ყველაფერი საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, ამისათვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. „დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან აღარება იმ მიღწევებისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულ იქნა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გაკეთდეს საბოლოო მიზნის მისაღწევად - ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის. „ეს განცხადებები ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმისა,რომ გავაკეთოთ ყველაფერი საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, ამისათვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)