|
2018-11-13 17:30:10, 1467 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების დაფინანსება გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს გეგმავს. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს, შიდა ქართლში, ქალაქ გორში გაიმართა, სადაც მინისტრი 300-მდე ფერმერს შეხვდა და 2018 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლოდ არსებულ გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში არსებულ წინსვლასა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. „როგორც ცნობილია ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით არის გაზრდილი, აქედან ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ერთიანი აგროპროექტების დაფინანსებაზე. დღეს შეხვედრა გვქონდა შიდა ქართლში, მაგრამ სამინისტროს დაგეგმილი აქვს საქართველოს ფაქტიურად ყველა რეგიონში ჩასვლა, რათა ფერმერებს ვესაუბროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც არსებული პროექტების შედეგებზე, ასევე იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც მომავლ წელს არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ფერმერებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის მუდმივი კონტაქტი ხორციელდება. „სოფლის მეურნეობა პროგრესირებადი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი კონტაქტი ფერმერებთან. რათა ის პროექტები რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს იყოს მორგებული საჭიროებებს და პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წლიდან კვლავ აგრძელებს სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. შეხვედრა გაიმართა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)