19:50 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 14:35:56, 1279 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ნაძვის ხესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ

„დეკემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი, რას მოიმოქმედებს მერია, რადგან ქალაქში 10 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს.

„წერილი რომელიც შემოიტანა ზაზა სარალიძემ ვიყავით ვალდებულნი სამი დღის განმავლობაში პასუხის გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში.  შესაბამისად წერილში არის მოცემული, რომ  15 დეკემბრს არის ნაძვის ხის ანთება და ეს არის ტრადიცია, ეს კახა კალაძის ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება. ჩვენ ვსაუბრობთ დეკემბრის თვეზე დაელოდეთ, გადაწყვეტილებას რომელსა მიიღებს დედაქალაქის მთავრობა მერთან ერთად და საზოგადოებასთან ერთად ცნობილი იქნება თქვენთვის. დაელოდეთ ერთი თვე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics