11:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 10:44:04, 1267 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება

იუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხორვატიაში იმყოფება.

თეა წულუკიანს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დრაჟენ ბოშნიაკოვიჩსა და საჯარო ადმინისტრაციის მინისტრ ლოვრო კუსკევიჩთან.

ორდღიანი ვიზის ფარგლებში სხვა არაერთი შეხვედრა და ღონისძიებაა დაგეგმილი. ხორვატ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანი და დრაჟენ ბოშნიაკოვიჩი ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ხორვატიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე, შეხვდება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით  ხორვატიის პოლიტიკასა და მიდგომებს გაეცნობა. თეა წულუკიანი შეხვედრას გამართავს ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ხორვატიის გენერალურ პროკურორთან.

ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ხორვატიის პენიტენციურ დაწესებულებასაც მოინახულებს და სასჯელაღსრულების, რაებილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics