|
2018-11-12 09:40:18, 482 ნახვა
რეგიონი
„მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ - ახალი ინიციატივა ბათუმის უბნებისთვის
„მწვანე სივრცე ყველა ეზოში" - ახალი ინიციატივა, რომლის განხორციელებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და გამწვანების სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დავით დიასამიძესთან ერთად დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობას და გამწვანებით ღონისძიებეში მოსახლეობის ჩართულობას. თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე თორნიკე რიჟვაძემ და ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან ერთად დარგეს. თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი ინტერესს მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით ზრდის. ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში დაირგო 100-მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში" გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს. „მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მწვანე სივრცების მოწყობაში თანამონაწილეობა. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ასეთი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევუქმნათ ჩვენს შვილებს უკეთესი გარემო, მწვანე ქალაქი " აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლიდან ახალი მწვანე სივრცეების მოსაწყობად 3000-ზე მეტი ნერგია გათვალიწინებული.
(NS)
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)