03:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 19:10:41, 1668 ნახვა

კომენტარი
ირმა ინაშვილი: ნუ ჩაიხდით შარვალს - უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა

„ნუ ჩაიხდით შარვალს, მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ინაშვილი ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქციის მონაწილეთა ნაწილის ქმედებას გამოეხმაურა, რომლებმაც ე.წ. მესაზღვრეებს უკანალი მიუშვირეს.

„შარვლის ჩახდით და უკანალის გამომზეურებით, ეტყობა, ქვეყანა გამთლიანდება (?!)... მამაკაცი ნებაყოფლობით შარვალს იხდიდეს და პიარ-აქციაში მონაწილეობდეს, თან, ვიდეოკამერების წინ! თან, ამას ქვეყნისადმი სიყვარულით ხსნიდეს, ასეთი რამ "ბანანის" რესპუბლიკაშიც არ მოხდება. როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი, პირდაპირ ვეუბნები ამ ე.წ. კაცებს: თქვენ ომში წასაყვანი ხალხი არა ხართ. შარვალჩახდილი კაცი ომს ვერ იგებს. დამწყებ ენთუზიასტებს ვეუბნები: ნუ ჩაიხდით შარვალს, მოწინააღმდეგისადმი უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა. უკანალი უკანალად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთი კითხვა მაქვს: ესაა პროვოკაცია, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად. რას აპირებთ? ამ შარვალჩახდილებს უნდა დააწყებინოთ ახალი ომი? მათი მიზანიც ეს არის“, - წერს ინაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics