|
2015-06-13 09:51:56, 385 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: როდესაც მსოფლიო იქნება მზად მიგვიღოს ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი რუსეთის მიმართ
„როდესაც მსოფლიო იქნება მზად მიგვიღოს ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა - ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი რუსეთის მიმართ, ვიდრე მასთან ომი“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ციურიხში საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ციურიხში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების გლობალური შედეგები“ სიტყვით გამოვიდა. „ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს. სამწუხაროდ, ბევრჯერ ვაწყდებით სირთულეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ლიბერალიზმი და უსაფრთხოება იმ გამოწვევებს შორისაა, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. ბევრი რამ შეიძლება გამართლდეს უსაფრთხოების არგუმენტით, უსაფრთხოებისთვის, კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო გარემოში არსებობისთვის, სადაც ჩვენ უნდა შევწიროთ თავისუფლებები და უფლებები, რისთვისაც მსოფლიო საუკუნებია იბრძვის. რჩება შთაბეჭდილება თითქოს ტერორიზმი, საფრთხეები, ტერორისტული აქტები, მსოფლიოში მიმდინარე ომები და ყველა ეს პრობლემა, რაც ევროპისა და მსოფლიოს წინაშე დგას, გასამართლებელი მიზეზებია. ვფიქრობ, სწორედ აქ არის შეცდომა. თუ ჩვენ დღეს ამას შევეგუებით, ვეღარ შევძლებთ შეჩერებას და ზღვარის გავლებას. შესაბამისად, ვეღარ გავამართლებთ ამ მსხვერპლს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, უკრაინა და ის ქვეყნები, რომლების მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან, ყველანაირ დახმარებას და ხმებს მიიღებენ ლიბერალებისგან და ამ ბრძოლაში მარტო არ დაგვტოვებენ. იმიტომ, რომ ის რაც ხდება დღეს ევროპაში, პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს, არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პასუხი იმ ყველაფერზე რასაც ჩვენ ვაფასებთ, რაზეც ვიდექით და რისთვისაც ვიბრძოდით მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი გზავნილი. სწორედ ამიტომ, ყველა ქვეყანა, რომელსაც მართავენ ლიბერალები ან არ მართავენ, ნათლად უნდა გამოხატავდეს ურყევ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმზე, პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკასა და მის სურვილზე აღიდგინოს გავლენის სფეროები იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთის საკუთრებად მიიჩნევს, მათ შორის ჩემს ქვეყანასაც. ერთადერთი ნათელი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება პოლიტიკური რეაგირება და პოზიტიური დღის წესრიგი ამ ქვეყნებისთვის. როდესაც მსოფლიო იქნება მზად მიგვიღოს ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა - ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი რუსეთის მიმართ, ვიდრე მასთან ომი. ნეგატიური დღის წესრიგი ვერასდროს იმარჯვებს. მე მჯერა პოზიტიურობის, პოზიტიური საგზაო რუკის. მე მჯერა, რომ ლიბერალების მიერ სწორედ ასეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართულებით, რათა ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)