23:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 14:52:48, 592 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი უფასო ოფთალმოლოგიური აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

დღეს, კლინიკა „ოკულუს მედიში“ უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მიმდინარეობს.

სკრინინგი კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება.

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი გეცნენ.

კერატკონუსის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 10 ნოემბერს აღინიშნება. კერატოკონუსი არის თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი, დეგენერაციული და არაანთებადი დაავადება. როგორც წესი, დაავადება ნელა პროგრესირებს, თუმცა შესაძლებელია დაავადების სწრაფი პროგრესირებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდმხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება. უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლინიკა „ოკულუს მედის“, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, 9 მარტის ქ. N10-ში. უფასო სკრინინგი 10 ნოემბერსაც გაგრძელდება, მომსახურება 18-დან 38 წლამდე ასაკის პაციენტებს გაეწევათ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics