23:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 13:46:06, 2258 ნახვა

სამართალი
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოში მისული მოქალაქე და ერთ-ერთი დეპუტატი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად.

რის გამო მოხდა კონფლიქტი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მათ წარსულში გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატმა ქალს სცემა, აღნიშნული არ დასტურდება, ვინაიდან ქალს არც მძიმე და არც მსუბუქი დაზიანება არ აღენიშნება.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დეპუტატი და მოქალაქე უკვე გამოიკითხნენ.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics