09:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 19:50:38, 1967 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში VR რეგიონული სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში  კომპანია EON Reality - სთან ერთად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს რეგიონალური VR (ვირტუალური რეალობის) სასწავლო ცენტრის კონცეფციას.

ამის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანია EON Reality - ის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელიც სინგაპურში მისი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამჟამად განიხილება საქართველოსა და EON Reality - ს შორის აღნიშნულ ცენტრში თანაინვესტირების შესაძლებლობა, სადაც კომპანიის კაპიტალი ორჯერ მეტი იქნება. ამასთან, აღნიშნულ ცენტრში, რომელიც გადამზადების სამთავრობო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მოხდება იმ დარგებში გადამზადება, სადაც VR მეთოდი ეფექტური იქნება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება, რომ უცხოელმა ტრენერებმა და ექსპერტებმა სწავლება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ VR ცენტრი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სახელმწიფოებსაც დაფარავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics