|
2018-11-07 15:12:24, 942 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ქობულია სინგაპურის პორტის და პორტის ოპერაციების მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია სინგაპურის პორტის და პორტის ოპერაციების მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო. გიორგი ქობულიას პორტში ვიზიტისას სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ტანმა უმასპინძლა, მანვე გააცნო პორტის მუშაობის დეტალები. შეხვედრის შემდეგ, ენდრიუ ტანმა თავის გვერდზე LinkedIn - ზე გამოაქვეყნა ფოტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან და კომენტარი: „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა გვემასპინძლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, ბ-ნ. გიორგი ქობულიასთვის. ორი თვის წინ პატივი მქონდა დავსწრებოდი ბათუმის საზღვაო ფორუმს, სადაც ახალი მეგობრები შევიძინეთ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მისი პორტებისა და ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით და ეს ყოველთვის კარგი საფუძველია მყარი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად". საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ქობულია ახალი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის" პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)