|
2018-11-07 10:13:27, 890 ნახვა
საზოგადოება
იაპონელი სომელიეები და ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებიან
საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში ეწვია, რომელსაც თან იმპორტიორების, სომელიეებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ახლავს. სტუმრებს შორისაა იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰიროში იშიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, სტუმრები 20-ზე მეტ ღვინის საწარმოსა და საოჯახო მარანს იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულებენ. პროგრამა ასევე მოიცავდა დეგუსტაციას, ე.წ. Speed Tasting-ს, რომელიც თბილისში გაიმართა და რომლის ფარგლებშიც 30-მდე ქართულ ღვინის კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია იაპონელი სტუმრებისთვის წარედგინა. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge"-ს ხელმძღვანელობს. კენიჩი ოჰაშის განცხადებით, საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს ქართული ღვინის ახალი იმპორტიორების მოძიებას და ქართული ღვინის იმპორტის გაზრდას იაპონიაში. "უკვე მეორე წელია, რაც ჟურნალისტები ჩვენს ბაზარს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. იაპონიას მსოფლიოში ყველაზე მეტი სომელიე ჰყავს. ამჟამად ჩვენთან ერთად არის იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პირველი სომელიე იაპონიის და მსოფლიოს მასშტაბით მესამე. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ, ის დაწერს ქართული ღვინის შესახებ. ასევე აქ არის ორი გავლენიანი ჟურნალისტი. ამ ტურის შემდეგ, ისინი დაწერენ თავიანთი გამოცდილების შესახებ საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გავლენას მოახდენს იაპონიის ბაზრის მომხმარებელზე" - აღნიშნა კენიჩი ოჰაშმა. სტუმრები საქართველოს 12 ნოემბერს დატოვებენ. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 200 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)