09:46 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 17:06:37, 1695 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე გოცირიძეს: 400-ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა, fake ნიუსებს ავრცელებთ

„ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელს, საარჩევნო დაპირებების შესახებ კითხვით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, როდის გახდება პენსია 400 ლარი.

„ბატონო რომან, მადლობა აღიარებისთვის. 400 ლარიანი პენსია არის ტყუილი, რაც ყველამ ვიცით. ეს იცის პოზიციამ და ოპოზიციამ და დღეს ეს აღიარა რომან გოცირიძემ, რომ 400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ. ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, თვეებია. უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია. რა იკადრეთ, წარმოიდგინეთ, რომ კანდიდატს დააბრალეთ, რომ თითქოს მან მეგრელებზე თქვა, რომ არის მოღალატე ხალხი თავისი ბუნებით, კახელებზე თქვა თურმე, რომ შაჰ-აბასის სისხლი ურევიათ და ამიტომ ვერ იტანს - ამაზეა აგებული თქვენი კამპანია. ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ და 400 ლარიანი პენსიაც ამის გაგრძელებაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, ამ მასშტაბის ტყუილი ადამიანის აზროვნებაზე ძალადობაა.

„ტყუილის გარეშე თქვენ არსებობა არ შეგიძლიათ. ესეც არის ძალადობის გამოვლინება. ეს ტყუილი, ამ მასშტაბით, არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე. ესეც არის თქვენი ძალადობრივი ბუნების გამოვლინება. ასეთი ტყუილებით თქვენ შორს ვერ წახვალთ. არც რუსი შკლიაროვი, არც რუსული რბილი ძალა ამაში, ბუნებრივია, არ გიშველით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics