|
2015-06-12 13:49:27, 760 ნახვა
ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დედოლარიზაცია მოხდეს
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის აზიმ სადიკოვის განცხადებით, საგარეო შოკების შესამცირებლად, საქართველოში დოლარიზაციის დონის შემცირება უნდა მოხდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მცურავი გაცვლითი კურსი შენარჩუნდეს. სადიკოვის განმარტებით, ლარის გაუფასურება ორი ძირითადი ფაქტორით იყო გამოწვეული - მსოფლიოში დოლარის გამყარება და გარე ფაქტორები რეგიონში. "საქართველოში ვალუტის გაუფასურება ძირითადად, გამოწვეული იყო ორი ფაქტორის გამო. ეს იყო დოლარის გამყარება გლობალურად და გარე ფაქტორები სამეზობლოდან. რუსეთში, უკრანაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური უკუსვლა, რეცესია და ასევე ამ ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ახდენდა გავლენას საქართველოს ფულად ერთეულზე და კურსის გაუარესებაზე“, - განაცხადა აზიმ სადიკოვმა. მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას მიესალმება. „მივესალმებით მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას, რადგან ეს არის საშუალება, რაც შეიწოვს საგარეო შოკებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საშუალებით გატარდეს გარე შოკი და არ მოხდეს მისი ასახვა რეალურ ეკონომიკაზე. თუმცა ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ ქვეყანას დოლარიზაციის დონე მაღალი არ აქვს, ადამიანი უყურებს თავის შემოსავალს და ხარჯებს ადგილობრივ ვალუტაში და არ აინტერესებს, როგორია გაცვლითი კურსი. მაგრამ როდესაც ადამიანს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, შემოსავალი კი ადგილობრივ ვალუტაში აქვს, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულად გადააქვს, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში მოხდეს დოლარიზაციის დონის შემცირება და მცურავი გავლითი კურსის შენარჩუნება. ეს გამოწვევა საკმაოდ წარმატებით იქნება განხორციელებული, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები. ამის წარმატებული შემთხვევები არსებობს და მიგვაჩნია, რომ ეს საშუალება, რომ მცურავი კურსით მოხდეს შოკის გატარება და არ მოხდეს მისი ასახვა რეალურ ეკონომიკაზე, ძალინ მნიშვნელოვანია და ამითაა გამყარებული ჩვენი რეკომენდაცია", - განაცხადა სადიკოვმა. საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა დღეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა მთავრობის, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)