09:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 17:58:03, 2712 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონ ლარი გამოიყოფა

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიახლე, რაც 2019 წლის  ბიუჯეტშია არის ასახული არის ის, რომ დაახლოებით, 144 ათასი ბავშვისთვის გამოიყოფა 50-ლარიანი დახმარება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა. 

„შეთანხმდა მთელი რიგი საბიუჯეტო პარამეტრებისა, მათ შორის, აღნიშნული ინიციატივაც, რომელიც სრულად ეხმიანება იმ პრობლემას, რომელიც დაფიქსირდა „იუნისეფის" კვლევაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით მნიშვნელოვნად დაიძლევა აღნიშნული პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება სხვა საინტერესო ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ მიმართულებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics