|
2018-11-01 17:37:57, 1226 ნახვა
საზოგადოება
ლიბანის სკვერში სხვადასხვა სახეობის 800-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, გამწვანების სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, N17-19 კორპუსების მიმდებარედ მოწყობილ სკვერში დენდროლოგიური სამუშაოები დაიწყო. გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 40 ძირი დეკორატიული მცენარე უკვე დაირგო. რეკრეაციულ სივრცეში, რომლის ფართობიც 5 000 კვადრატული მეტრია, 10 დეკემბრამდე, დამატებით, რამდენიმე სახეობის 160 ძირი დეკორატიული ხე და 650 ბუჩქი დაირგვება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მწვანე სამყარო“ ასრულებს, რომელიც ხეების მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 121 069 ლარია გამოყოფილი. გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან და რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად მიიღო. ლიბანის სკვერი რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე, განთავსდა საბავშვო გასართობი მოედნები და დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ბოძები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)