|
2018-11-01 14:12:07, 1962 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ენერგოეფექტურობის შესახებ კონფერენცია გახსნა
პროექტის „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია" წარმატებით დასრულებას 1-ელ ნოემბერს კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ გახსნა. პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის" ფარგლებში განხორციელდა პროექტი ჩატარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტისა და ახალციხის, ბოლნისის, ზუგდიდის, ქუთაისის, რუსთავის მუნიციპალიტეტებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. შედეგად, 65 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგომონიტორინგი, 40-მა სპეციალისტმა გაიარა ენერგოაუდიტორთა მომზადების პრაქტიკული კურსი, ხოლო 50 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგოაუდიტი. პროექტების მსვლელობისას მიღწეული შედეგების გარდა, დასკვნით კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში ენერგოეფექტური ღონისძიებების დაფინანსების სამომავლო ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ დანიის სამეზობლო პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ. ისსაქართველოში ენერგოეფეტურობისა და განხლებადი ენერგიების განვითარებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)