|
2018-11-01 12:48:05, 1962 ნახვა
სამხედრო
ბათუმში „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ მიმდინარეობს
„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან თავდაცვის მინისტრს უწყებაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამო მადლობა გადაუხადა. „საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და მაღალი ინტენსივობით ვითარდება. ეს არის როგორც წვრთნების პროგრამები, ეს არის როგორც პოლიტიკური დიალოგი, ასევე თანამშრომლობის ის ფორმატები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უყალიბდება ნატო-ს წევრ და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები, ქალბატონები და ბატონები, რომლებიც ატარებენ ფორმას, ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითაც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა: „რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მივიღე წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას გვიხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო. წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია. შესაბამისად, მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი.“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მან რამდენიმე ახალი ინიციატივის შესახებაც განაცხადა, მათ შორის როტაციის პრინციპის საფუძველზე აშშ-ის „კობრას“ ასეულის ჩამოსვლის შესახებ. „ამ მიმართულებით განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები და რეფორმები და დღეს თვისობრივად ახალ ისტორიულ ეტაპზე გადავდივართ“, განაცხადა ლევან იზორიამ. „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ. კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“, რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ წარუძღვება. მეორე სესიის განმავლობაში ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები განიხილება. მესამე სესიაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) უმასპინძლებს, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ. კონფერენციის მეოთხე პანელის თემა იქნება ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“. სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ (Jamestown Foundation) წარუძღვება. მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (Munich Security Conference) პარტნიორობით გაიმართება და დაეთმობა „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას. ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, ჯეიმსთაუნის ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები - იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies).
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)