07:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 12:24:18, 1976 ნახვა

პოლიტიკა
ვერის ბაღში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება

კვირას, 4 ნოემბერს, ვერის ბაღში იგეგმება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია.

აქცია უკავშირდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ენმ-ის კოალიციის (“ძალა ერთობაშია”) კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გასვლას.

მოძრაობის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ აქციას შეუერთდნენ.

“სისხლში ჩახშობილი აქციები, მოკლული და გაუპატიურებული პატიმრები, ქუჩაში სადისტურად მოკლული ახალგაზრდები, ბიზნესისა და მედიის რეკეტი, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოკლული უდანაშაულო მოქალაქეები – სწორედ ასე დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლები, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა. " - წერია მოძრაობის განცხადებაში.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შაკო კუჭაშვილმა "ექსპრესნიუსს" უთხრა, რომ ეს არის გამოსაფხიზლებელი აქცია.

"ჩვენი მიზანი წინა ხელისუფლების, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გამოხატული პროტესტია, ეს არის პროტესტი ხალხისა რომელსაც არუნდა სისტემის საზღვრების გაფართოვება, პროტესტი ხალხისა რომელსაც არ უნდა რეჟიმის ქვეშ ცხოვრება!

ეს არის გამოსაფხიზლებელი აქცია, ახალგაზრდები ვირჩევთ ღირსეულ მომავალს და უარს ვეუბნებით წარსულში დაბრუნებას" - განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics