|
2018-10-31 11:35:52, 841 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან
სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან, - ამის შესახებ ინფრომაციას ომბუდსმენის აპატარი ავრცელებს. ნინო ლომჯარია ლქალაქში მომხდარ ინცინდეტს ეხმაურება. „30 ოქტომბერს, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. გიორგი ვაშაძის მითითებით, შტაბთან გამოცხადებულ თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრი იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში შეფასება მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)