2018-10-30 12:36:29, 1065 ნახვა
სამართალი
ბესელია: ვიხილავთ რეგულაციებს, რომელიც მარიხუანას გამოყენების აკრძალვას ეხება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტში კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა დღეს არ იგეგმება.
ბესელია განმარტავს, რომ კანონპროექტის რაიმე სახით განხილვა დღის წესრიგში არ დგას.
„მხოლოდ იმ რეგულაციებს ვიხილავთ, რომელიც მარიხუანას გამოყენების აკრძალვას ეხება. ეს ის ცვლილებებია, რომლის სწრაფად მიღებაცაა საჭირო, რადგან დარჩენილია ღია სამართლებრივი სივრცე, რომლის რეგულირება კანონმდებლობით არ ხდება. ამ საკითხის გადადება საზიანოა – სამართალდამცველებმა უნდა იმოქმედონ და მათ ამისთვის შესაბამისი ნორმა სჭირდებათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ავტორი: ,