|
2018-10-30 11:39:21, 1316 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-სექტემბერში საქართველოში 7 702 მშენებლობის ნებართვაა გაცემული
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 702 ნებართვა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,6 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საქსტატის ცნობით, ნებართვები გაცემულია 4 536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,2 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 72,0 პროცენტი გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,0 პროცენტი თბილისშია, 13,2 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში. „უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები“, - აცხადებენ საქსტატში. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი 56,1 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული, კერძოდ: 28,9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 15,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე. 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1453,5 ათასი კვ.მ ფართობის 1830 ობიექტი, რაც 15,9 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)