|
2018-10-29 14:21:00, 1239 ნახვა
სამხედრო
„ძლიერთა თამაშებიდან“ ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს, ავსტრალიაში, ქ. სიდნეიში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს და მჯდომარე ფრენბურთში ჩემპიონები გახდნენ. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება 2:0 მოიპოვა. ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. მჯდომარე ფრენბურთის 10-კაციანი გუნდის კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური იყო. ქართველ სამხედროებს მსოფლიო ასპარეზობისთვის მწვრთნელი გიორგი ქართველიშვილი ამზადებდა. დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრალიაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი 100, 200 და 1500 მ დისტანციებზე), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე. წელს „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონები გახდნენ, წელს კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში 20-27 ოქტომბერს გაიმართა. პარატურნირი გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით უკვე მეოთხეჯერ გაიმართა. ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა საქართველოს სახელი პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში წარმოაჩინეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში და გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში იასპარეზეს.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)