|
2015-06-11 14:37:23, 883 ნახვა
სამართალი
პროკურორი: როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება
როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება, თუმცა ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენციაა, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა 7 ყოფილი სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსების თემის კომენტირებისას განაცხადა. პროკურორის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შვიდივე ბრალდებული ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთ საკანშია მოთავსებული, მისთვის უცნობი იყო. გულუაშვილის განმარტებით, პატიმრების ერთად მოთავსება პრივილეგიად არ განიხილება. "როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება, თუმცა ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენციაა. ზოგადად პატიმრები ერთ პირობებში არიან მოთავსებულები და არ მგონია, კონკრეტული პატიმრების ერთად მოთავსება პრივილეგიად განიხილებოდეს. ინფორმაცია ჩემთვის უცნობია, თუმცა ეს არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენცია“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა სპეცრაზმელების ადვოკატმა დავით დადიანმაც. მისი თქმით, დეტალებზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება,, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრო სრულად განმარტავს თავის პოზიციას. ცნობისთვის, სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანშია მოთავსებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურამ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)