|
2018-10-26 15:46:57, 2197 ნახვა
საზოგადოება
გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი: ნებიერიძე წარსულშიც ბავშვის გატაცებაზე იყო დაკავებული
გორში ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებულის მეზობლები აცხადებენ, რომ იაგო ნებიერიძე 9 წლის წინ ბავშვის გატაცებისთვის დააკავეს. როგორც მეზობლები იხსენებენ, ნებიერიძე სახლში გატაცებულ გოგოს მალავდა. მან საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა. „რაღაც მსგავსი სიტუაცია ვიცით. ბავშვის გატაცებაზე, ეგეთი რაღაც გავიგე. მისჯილი ალბათ, დაამთავრა და გამოვიდა. ის ვიცი, რომ ვიღაც გოგო დაიჭირა და ეს ნებიერიძე მალავდა", - ამბობს დაკავებულის მეზობელი "რუსთავი 2"-თან საუბარში. თავად დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ყაჩაღობის მუხლით დააკავეს. ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)