22:27 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 14:14:38, 2700 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: გია ხუხაშვილი უნიჭო ექსპერტია - ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ყველაფერს თავად მართავდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გია ხუხაშვილს „უნიჭო ექსპერტი“ უწოდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხუხაშვილი მასთან მიმართებაში „ცუდად მოიქცა“ შემდეგ კი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „გაფორმდა“.

„ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან  და ჩემთან აღარ შემოესვლება დიდი ხანია. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა, მისი პოზიციიდან გამომდინარე. არ ვიცი ხელფასს უხდიან  თუ არა, მაგრამ პოზიცია, რასაც დღეს იჭერს, წყალს ასხამს „ნაციონალების“ წისქვილზე, მაგრამ მაგისაც არავითარი პრობლემა არ მაქვს. მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა ყველა პროცესს, ამ დროს, რომ ვიხსენებ მაგის გამონათქვამებს, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია. შევახსენებ ერთ-ერთ ბოლო ასეთ შემთხვევას, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო წინა, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, რომ მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი უკვე და ლამაზად ვწერდი, რომ არ მეწყენინებია, მაინც ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ დავხურე პრინციპში მაგის ანალიზი, როდესაც მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს, რა შემთხვევაში გაიმარჯვებდა ბურჯანაძე. იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორივე ვერსია შენთვის დამითმია მეთქი, მე მაგაზე დროს არ დავხარჯავ თქო. ესეთი ანალიტიკოსია და ესეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics