01:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 20:39:23, 1590 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ ქუთაისის აეროპორტში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა. ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა.

როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავი უკვე შემოწმდა და მის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.  მათივე ცნობით, პირი, რომელმაც აეროპორტში დარეკა და  ქუთაისი-ვარშავას რეისის ბორტზე ბომბის შესახებ განაცხადა, დადგენილია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics