02:33 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 19:18:12, 1135 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში ,   EU/UNDP-ის  ინიციატივითა და  COBERM-ის მხარდაჭერით, ოკუპირებილ  აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის   განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“  პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციაზე სსიპ  "ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ  პროექტის შედეგებსა  და განსაკუთრებული მიღწევებზე ისაუბრა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  COBERM-ის   ხელმძღვანელი  ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის  ა/რ  ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი  ქეთევან  ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო -სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი  ამირან დოლიძე, იმერეთის რეგიონული სავაჭრო -სამრეწველო პალატის თავმჯდომარე  ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  ექიმები ,   ეთნიკური ოსები,  აფხაზები  და   არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე  , ღონისძიების ბოლოს პროექტი მხარდამჭერების   დაჯილდოვება გაიმართა.

პროექტი განხორციელებულია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“–ს მიერ და მისი მიზანია  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა   სამშვიდობო ინიციატივების  ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics