|
2018-10-25 17:54:37, 1403 ნახვა
სამართალი
ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვაში ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ჭ. 2018 წლის 2 მაისს, ქ. ზუგდიდში, „ოქროს სავაჭრო ბირჟიდან" მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ს.ჩ-ს კუთვნილ ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ს.ჩ.-ს მიადგა 45 399 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. „სამართალდამცველებმა კ.ჭ. 2018 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)