|
2015-06-11 12:18:43, 895 ნახვა
ეკონომიკა
ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის დაზუსტებული მონაცემების წარდგენა გადაიდო
ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარდგენა, რომელიც პრემიერმა ფინანსთა მინისტრს 10 ივნისისთვის დაავალა, დღეს ვერ მოხერხდა. მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი წარადგინეს. როგორც ხადურმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა ახალ ბიუჯეტში 5%-ის ნაცვლად, 2% იქნება. "მოგეხსენებათ, დავალება იყო, 10-ში წარვადგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი. იგი ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ მიმართულებას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებულია რომ ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 5%-სა იქნება 2%, ინფლაცია იქნება 3%. გადაწყდა, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. მივიღეთ დავალება, რომ განვახორციელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირას წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამნისტროს რა მიმართულებით ექნება ეკონომია ან პირიქით გაზრდა. ჩვენ ასევე გვექნება აქტიური კონსულტაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომ გადახედონ მათ ბიუჯეტს, რომ მივაღწიოთ მიზანს - საქართველოს ბიუჯეტი არ აღემატებოდეს მშპ-ს 3%-ს",-განაცხადა ხადურმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)