|
2018-10-23 23:36:21, 1862 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილი: ნახეთ პოლიცია, როგორ იქცევა მიტინგებზე და გაიხსენეთ პოლიცია, რომელიც ხოცავდა საკუთარ მოქალაქეებს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს. საუბარი ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და საერთაშორისო კვლევების შედეგებს შეეხო. „17 ოქტომბერს უკვე სხვა ინსტიტუტმა მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა - გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ კვლევაში საქართველო საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით ევროპაში ოცეულში მე-15 ადგილზე გავიდა. ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 პოზიციაზე მოხვდა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 2012 წელს მსოფლიოში 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოთა შორის იყო საქართველო. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევაში მკვლელობების ნაკლებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოვხვდით და მე-17 ადგილი დავიკავეთ. პოლიციის საიმედოობის რეიტინგში ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილი დავიკავეთ. ხო გახსოვთ პოლიცია როგორ დევნიდნენ და როგორ ხოცავდნენ საკუთარ მოქალაქეებს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში კორუფციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შესახებ. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი, რომელსაც ივანიშვილი ვერ ჩააწყობდა და მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა წერია, რომ საქართველო ასოციაციის წევრ 190 ქვეყანას შორის საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულს შორის მე-19 ადგილზეა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს. ცალკე მოგახსენებთ კანონის უზენაესობის შესახებ კვლევის შედეგებს.“
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)