|
2018-10-22 15:19:18, 1760 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი სტატუსის“ დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია
"თიბისი სტატუსის" საქველმოქმედო პლატფორმის - StatusDonates.ge დახმარებით ახალგაზრდა მხატვარი - თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულში მოხვდა, რის საფუძველზეც საერთაშორისო სტუდენტებისათვის გამოყოფილი მაქსიმალური - 15 000 დოლარის გრანტი მოიპოვა. სწავლისათვის საჭირო დარჩენილი თანხის ნაწილი თიბისი სტატუსმა დააფინანსა. თედო რეხვიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2015 წლიდან საკუთარ სტუდიაში მსურველებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლიდა. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა სოციალურ პროექტებსაც ახორციელებდა, როგორიცაა მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვა. 2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის პრემია „ჟირაფი" გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)