|
2018-10-21 13:00:09, 939 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო
ბათუმის ბულვარში ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას შშმ პირებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. „ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა შეიქმნას ადაპტირებული გარემო ბაღებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საჯარო სივრცეში. დღევანდელი საღამოც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეულ შშმ პირს აუცილებელია ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა იგრძნოს თავი საზოგადოებაში ჩართულად და იყოს ინტეგრირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავნერგოთ ის სიახლეები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის შესრულებას. ეს პირველ რიგში გულისხმობს მასწავლებლების, ინსტრუქტორების გადამზადებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები შშმ პირებთან მუშაობისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის და ამ კუთხით მართლაც უფრო მეტია გასაკეთებელი. მინდა გისურვოთ წარმატებები და ასევე მოგცეთ პირობა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ ჩვენი საჯარო სივრცეები ვაქციოთ ადაპტირებულ გარემოდ", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. დღეს გამართული პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სამომავლო პროექტები, გაიმართა დისკუსია. შშმ პირების თანამონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსდა, ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)