|
2018-10-20 17:07:37, 1060 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ბაგებში მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლისა და მიმდებარე თარგების გამწვანების სამუშაოებს გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, დედაქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება და თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „ეს არის გზაგამყოფი, რომელსაც ფაქტობრივად, სრული რეაბილიტაცია უტარდება. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ქალაქში არსებული გზაგამყოფები, რომლებიც ძირითადად, ბეტონის იყო, გამწვანებით შევცვალოთ და ბეტონის ნაცვლად, გამწვანებული სივრცეები არსებობდეს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში მეტი მწვანე სივრცე, ბევრი ხე-მცენარე გვჭირდება, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, არსებულ რეალობას ეს ვერ შეცვლის და საჭიროა სხვა ღონისძიებებიც, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ამ მიმართულებით რეფორმებს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ, სიტუაციის გამოსწორებას აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 2 500 ძირი ხე-მცენარე უკვე თბილისშია და ისინი წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ეტაპობრივად დაირგვება. თბილისის მერის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, გამწვანების სამუშაოები კოსტავა-შარტავას რეაბილიტებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამამყოფზე განხორციელდება. კახა კალაძემ მსურველებს მოუწოდა, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან შეიკრიბონ და სამუშაოებში ჩაერთონ. მერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნერგების დარგვა, არამედ მათი მოვლა-პატრონობა და შენარჩუნებაც. მისივე თქმით, ამ მიზნით, ყველა იმ ადგილზე, სადაც გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, სარწყავი სისტემა მოწესრიგდა. მერის ინფორმაციით, წელს მიმდინარე საშემოდგომო რგვების ფარგლებში, 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)