|
2018-10-20 16:58:01, 942 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ
თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე დედაქალაქში ნარჩენების სეპარირების დალუქული სტენდის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ. როგორც მერს მოადგილე აცხადებს, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სამწუხაროა, რომ ჯერაც დალუქული სტენდი ვანდალურად დაზიანდა. „თბილისი პირველი ქალაქია, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო და ის ურნები, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის, USAID-ისა და CENN-ის თანამშრომლობის შედეგად თბილისში მონტაჟდება, ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვისაა განკუთვნილია. ვფიქრობ, რომ მოქალაქეები აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და სეპარირებული ურნებიდან ნარჩენები პირდაპირ ბიზნესსექტორს მიეწოდება, რათა გადაამუშაოს და ამით ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისკენ ნაბიჯი წინ გადაიდგას. ძალიან სამწუხაროა, რომ ვანდალიზმის ფაქტი, რომელიც ჯერ დაუსრულებელი, დაუმონტაჟებელი და დალუქული სეპარირების სტენდის დაზიანებას მოჰყვა თან, ზოგიერთი ადამიანის მიერ ასე არასწორად იქნა გამოყენებული“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. თბილისის მერის მოადგილე მოქალაქეებს ასევე, გარემოზე ერთობლივად ზრუნვისკენ მოუწოდებს. „ჩვენი სურვილია, რომ პროცესში ყველა მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს, რათა ნარჩენების სეპარირება ადგილზე მოვახდინოთ, ჩვენი გარემო დაბინძურებისგან დავიცვათ და ნარჩენი პროდუქტად გადავაქციოთ. მივმართავ მოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ, არ დავაზიანოთ მუნიციპალური ქონება, რომელიც ჩვენი საერთო საკუთრებაა. ვფიქრობ, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის ყველაზე დიდი გამოხატულებაა, როდესაც მოქალაქეები ქალაქზე სახელმწიფოსთან ერთად ზრუნავენ“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)