|
2018-10-19 18:17:50, 2485 ნახვა
ეკონომიკა
მარიკა გაბუნია - ჩვენი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით
„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ქართული პროდუქტი სულ უფრო მეტ ახალ საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს, რისი შედეგიცაა 2018 წლის 9 თვის მონაცემები, რომლის თანახმადაც ექსპორტის ზრდა გვაქვს დაახლოებით 25.7%. მარიკა გაბუნიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მატებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, კერძოდ, მისი ინფორმაციით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი დაახლოებით 80%-ით არის გაზრდილი; 63%-იანი ზრდაა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის შემთხვევაშიც; ცხვრის ხორცის ექსპორტი, რომელიც ახალი პროდუქტია ჩვენი ბაზრისთვის, დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი. ასევე ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გაბუნიას განცხადებით, „აღსანიშნავია, რომ იზრდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციის ექსპორტიც. მაგალითად მინდა აღვნიშნო, რომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტის 30%-იანი ზრდა გვაქვს. გაორმაგებულია სამედიცინო ხელსაწყოების ექსპორტი, რომელიც ასევე ბოლო პერიოდში გამოჩნდა როგორც საექსპორტო პროდუქცია და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით." „საქსტატის" თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მსუბუქი ავტომობილების (87.1%), სიგარების და სიგარეტების (5-ჯერ მეტად), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (20.3%), ფეროშენადნობის (14.9%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (19.3%), და აზოტოვანი სასუქების (30.4%) ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანში (104.4%) , სომხეთსა (34.5%), და უკრაინაში (60.4%).
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)