|
2018-10-19 15:52:01, 805 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე: სუბელიანის თემით ცდილობენ, რომ ჩემი შვილის თემა გადაფარონ
მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ. შვილმკვდარი მამების განცხადებით, მათ აღარ აქვთ სამართლიანობის აღდგენის იმედი. "ნუ გვაბოლებთ! დიახ, გვაბოლებენ ესენი. ხან რა მოიფიქრეს, ხან-რა. ახლა ის თქვეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა. კარგით რა..სისულელეა. ნეტა ვის სჯერა ამის? ჯერ დაბეგვეს კარგად და მერე თქვეს, რომ თავის მოკვლა სცადა. თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ფეხებზე რატომ ჰქონდა სილურჯეები და სიწითლეები?! ამით უბრალოდ ცდილობენ, რომ ჩემი შვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის თემა გადაფარონ. ცდილობენ საზოგადოების აზრი გადავიდეს მირზა სუბელიანისკენ და ჩვენი საქმეები მიაფუჩეჩონ. ვაი ამათ პატრონს! ზუსტად მაგიტომ მოვედი, რომ შევახსენო თავი, რომ არ დავბოლდები და ვერ მოგვატყუებენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს მალხაზ მაჩალიკიშვილიც და პროკურატურას "კრიმინალთა ხროვას" უწოდებს. ‘’პროკურატურა მთელ ქვეყანას აბოლებს. ეს არის კრიმინალთა ხროვა, შექუჩებული სადღაც მაღლა და სჩადიან დანაშაულს, რომელიც ნორმალურ სახელწმიფოში დაუშვებელია. დღეს, ფაქტობრივად, საქართველოს არც მთავრობა ჰყავს და არც- ხელისუფალი. ამ ხელისუფლების იმედი მე პირადად არ მაქვს", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)