|
2018-10-19 13:59:08, 866 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი: სუბელიანს სხეულზე თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებული დაზიანებები აღენიშნება
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ადვოკატის ინგა ჩალაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ უცემიათ. როგორც ადვოკატმა განმარტა, სუბელიანს სხეულზე მხოლოდ თვითმკვლელობის მცდელობის დროს მიყენებული დაზიანებები აღენიშნება. გარდა ამისა, ჩალაური სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სუბელიანზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით გაკეთდა. ადვოკატის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. "მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შეტევა იმ ადამიანზე, ვინც დღეს პატიმრობაშია. სწორედ ასეთ ქმედებას ვგულისხმობ - ჩანაწერის გავრცელებას შედეგად მოჰყვა ის, რომ სუბელიანს ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ჩემი აზრით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა ასეთი შედეგის დადგომას",-განაცხადა ინგა ჩალაურმა. ცნობისთვის, მირზა სუბელიანი გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. მისი თქმით, რაიმე სახის ფიზიკურ ზემოქმედებას თავად სუბელიანიც უარყოფს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)