10:25 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 16:24:41, 358 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის საცხოვრებელი სახლების კომისიამ ოჯახების ანკეტირება დაასრულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის პროცესი დაასრულა.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის კომისია, რომელიც ოთხ ჯგუფად იყო დაყოფილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულიდან შემოსულ განცხადებებს ორი კვირის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა. სამუშაო ჯგუფის მხრიდან მოხდა ბენეფიციარების მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და ოჯახების ანკეტირება.

უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის წევრის მაია ღურწკაიას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ 200–მდე ოჯახი შემოწმდა.

„კვალიფიკაციის მიხედვით მოხდა ამ ბენეფიციარების გადანაწილება. მოწოდებული ინფორამციიდან გამორიცხვის მეთოდით უარი ეთქვათ სიაში შეყვანილ იმ ბენეფიციარებს რომლებსაც საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი აღმოაჩნდათ, რომელიც საცხოვრებლად საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა“, – განაცხადა მაია ღურწკაიამ და აქვე დასძინა, რომ უახლოს დღეებში კომისია სრული შემადგენლობით შეიკრიბება და განიხილავს ანკეტებს, ასევე გაეცნობა ადგილზე გადაღებულ ფოტომასალას და ოჯახის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხზე იმსჯელებს.

2015 წელს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი იქნება ის 20 ბენეფიციარი, რომელთაც უკიდურესად მძიმე ყოფითი პირობები გააჩნიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics