|
2018-10-19 13:21:58, 660 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ტურიზმი სოფლად ის მიმართულებაა, რომელიც რაიონების განვითარებას შეუწყობს ხელს
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ტურიზმის ამ მიმართულებით განვითარებას და აღნიშნა, რომ სწორედ ტურიზმი სოფლად უნდა იყოს ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც ერთი მხრივ სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და საბოლოო ჯამში კი - ეკონომიკურ აქტივობას გააუმჯობესებს. ,,დღევანდელ დისკუსიას და პლატფორმას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ის კონკრეტული გამოწვევები, ასევე მიღწევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, მნიშვნელოვანია კომბინაციაში იქნას განხილული. ტურიზმი სოფლად უნდა იყოს ის საკვანძო საკითხი, რომელიც ერთი მხრივ სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და საბოლოო ჯამში კი - ეკონომიკურ აქტივობას გააუმჯობესებს. ამ კომპონენტების ერთობლიობით მიღწეული იქნება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია. მიხარია, რომ დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არა მარტო ჩვენი ქვეყნიდან, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების კუთხით. ჩვენი ეკონომიკისთვის ტურიზმი არის ლოკომოტივი და მისი მეტი ინტენსიფიკაციისთვის მთავრობა და ყველა ინსტიტუტი მაქსიმუმს გააკეთებს. ჩვენი ხედვა ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების კუთხით პირველ რიგში ეფუძნება სოფლის განვითარებას. ხშირ შემთხვევაში, ამ კონტექსტში მაღალმთიანი აჭარის განვითარება იგულისხმება და ბუნებრივია, ტურიზმი სოფლად ის ცენტრალური მიმართულებაა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს სოფლის და მაღალმთიანი რაიონების განვითარება," - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. კონფერენციის მთავარი თემაა „სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი". მის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები. ასევე, მოეწყობა დისკუსიები და გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)