05:08 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 18:35:55, 992 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.

მერიის ცნობით, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულებულია, რომელთა შორის ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერია.

დასასვენებელ სივრცეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა, მოეწყო ფანჩატური და საბავშვო მოედანი, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებებიც. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 18 662 ლარი გამოიყო.

ორი სკვერის კეთილმოწყობა ასევე, დასრულდა ყიფშიძის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაგების III კორპუსის, ჭავჭავაძის N75-ის და N49-ის, ასევე ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-5 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ კი, სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის დაკვეთით, შპს „ტაო“ აწარმოებს.  

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში, 15 სკვერისა და შიდა ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტების ჯამური ღირებულება 485 000 ლარია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics