|
2018-10-17 13:07:07, 1261 ნახვა
საზოგადოება
MAN-ის მარკის ავტობუსები უფასო უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება
მიმდინარე წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)