|
2018-10-17 13:01:37, 1026 ნახვა
საზოგადოება
დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ („INVICTUS GAMES 2018“) მონაწილეობის მისაღებად ემზადება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს. „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად 17 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. კამპანიას საქართველოს შეიარაღებული ძალებიც შეუერთდა და ამის აღსანიშნავად გენერალური შტაბის ეზოში „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღიმართა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას. გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. „ძლიერთა თამაშები“ სიდნეიში ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)