|
2018-10-16 17:40:47, 1314 ნახვა
საზოგადოება
იაპონიაში გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გამართვა იგეგმება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იაპონიის სახელმწიფოს ღვინის საკონსულტაციო კომპანიის „AC Asia“ და SONY-ის საგამოფენო ცენტრის „Warehouse TERRADA“ ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის სახელმწიფოში „Warehouse TERRADA“-ს საგამოფენო ცენტრში ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ მოწყობის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, იაპონიის სახელმწიფო საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად, ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ლევან გორგაძის გამარჯვება საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. „ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას, მოხარული ვართ, რომ საერთო ღონისძიების ფარგლებში, იაპონიაში გვექნება ქართული ღვინის და საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობა. გვინდა, რომ აღნიშნული ღონისძიება შემდგომი წარმატებული ურთიერთობების დასაწყისი იყოს“, - განაცხადა შიმეონ სატომ, ღვინის საკონსულტაციო კომპანია „AC Asia“ წარმომადგენელმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)