|
2018-10-16 11:55:20, 888 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულება დაემატება
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე, გაიზრდება ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა. აქვე, თბილისის მერმა მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურის მუშაობის შედეგი შეაჯამა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება. წარმატებას ვუსურვებ მუნიციპალურ ინსპექციას, დედაქალაქის მცხოვრებლებს და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად ვიზრუნებთ წესრიგზე და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელწოდება 1 ოქტომბრიდან, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად შეეცვალა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)