|
2018-10-15 16:52:26, 2054 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს
იუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ფრანგული ენის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად თეა წულუკიანმა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად ფრანგული ენით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ტრენინგის კურსი გახსნაყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში. შეხვედრაზე მინისტრმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხა. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის ელჩმაც. ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანიტრენინგის დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დამატებითი ცოდნა მიიღონ და იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კურსსდაესწრონ კიბერბულინგის თემაზე. აღნიშნულ ტრენინგზე თეა წულუკიანმა მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით მას შემდეგ მიიწვია, რაც მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში. ესეების კონკურსის იდეაც იუსტიციის მინისტრს ეკუთვნოდა და ის მიზნად ისახავდა ფრანგული ენის პოპულარიზაციას სკოლებში. კონკურსი „ფრანკოფონია 2018"-ის ფარგლებში ჩატარდა და მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე შექმნეს ესეები საქართველოსა და საფრანგეთში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ადამიანისა და კანონის ურთიერთმიმართების თემებზე. კონკურსში შვიდი სკოლის 18 მოსწავლე მონაწილეობდა და მასში ჩართვა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს. იუსტიციის მინისტრი ფრანკოფონია და როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული. ამიტომაც ის ფრანგული ენისა და კულტურის მხარდასაჭერ ღონისძიებებში სისტემატურად ერთვება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)