05:59 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-14 21:20:01, 1791 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო. 

კახა კალაძემ ქვეყნის მოსახლეობას და ემიგრაციაში მყოფ ქართველებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. ქართველი მართლმადიდებლებისთვის დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ეს წმინდა ადგილი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთობის სიმბოლო და  მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვუსურვო გამთლიანება, გაერთიანება, სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics